ლეწურწუმე
ლეწურწუმე მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე სარაქონ–ჯუმითის ზეგანზე. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბა ჩხოროწყუ, დასავლეთით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაკიფუ, სამხრეთით სარაქონი, ჩრდილოეთით ხაბუმე. სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 270 მეტრზეა, ლეწურწუმე ჩხოროწყუდან 3 კილომეტრითაა დაშორებული, გორაკ–ბრცვზეა შეფენილი და სამ უბნად იყოფა – ლეწურწუმედ, ნაგვაზუდ (ნაკათი) და ჯუმითად.სახელწოდება წარმომდგარია წურწუმიას გვარის მიხედვით, რადგან თავიდანვე ეს ტერიტორია წურწუმიების საცხოვრებელი ადგილი იყო. სოფლის მოსახლეობა შეადგენს 1685 , ამომრჩეველთა რაოდენობა 1153. სოფელში არის მღვიმე, რომელიც ლეწურწუმეს მღვიმეს სახელწოდებითაა ცნობილი. მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს საბრძოლო და სამუშაო იარაღები, რკინის მეტალურგის მასალები რომლებიც ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. სოფელში არის 1 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი.
ჯემალ დამენია
საკონტაქტო ინფორმაცია
მობ: 599 85 65 98
E-mail:
სამუშაო გამოცდილება
განათლება
სპეციალისტები
- დემურ გულორდავა – მობ: 555-14-75-02