,,ლაშაობა"

14 ოქტომბერი, 2018

დღეს სოფელ მუხურში,დიდი პოეტის - ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა"გაიმართა. ღონისძიებას წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ლაშა გახარიას ოჯახის წევრები, მეგობრები,პოეტები,მწერლები, ცნობილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ლაშას სახლ-მუზეუმი და პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. წაიკითხეს მისი ლექსები. ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი ,,ჩხოროწყუ" აფორმებდა. დღესვე, მუხურის N1 საჯარო სკოლაში ლაშა გახარას სახელობის სააქტო დარბაზი გაიხსნა და ჩატარდა საზეიმო ღონისძიება. ,,ლაშაობა" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ისტორიული მუზეუმის დირექტორ ნაირა ციმინტიას და პოეტ კოტე ნაჭყებიას ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე