კულტურული მემკვიდერეობის ძეგლები და მუზეუმები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

ახუთის უბანი: ”ლეგერსამე” მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ერთნავიანი ბაზილიკა. XIX-XX სს. 2007-2008 წლებში გაუკეთდა რესტავრაცია.

ახუთის უბანი: ”ლეგერსამეს” სასაფლაოზე კრიპტა, ეკლესიის ეზოში, ტაძრის დასავლეთ მხარეს, 15 მეტრში. შუა საუკუნეები (არის მოხატულობის უმნიშვნელო კვალი, შემორჩენილი კედლის 1,5 მეტრი ნაშთი).

ახუთი, ადგილი ნაბერაღუ, ნაეკლესიარი. შუა საუკუნეები. ჩანს შენობის საძირკველი.

ახუთი, ადგილი ”ნოხორი” სასაფლაოზე უბანი საკაციო, ერთნავიანი ბაზილიკა, აშენებულია თლილი ქვით.შემორჩენილია აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები.

ახუთი. გოგოლეთის ეკლესია, გარდამავალი ხანა. არის მოხატულობის ფრაგმენტი, ერთნავიანი ბაზილიკა. დგას ოთხივე კედელი. აშენებულია თლილი ქვით. არ გააჩნია სახურავი. ჩრდილოეთის მხარეს კარის ბოძი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთის კედელზე მოთავსებული იყო ვერძის თავის ქვის სკულპტურა, რომელიც ამჟამად ინახება ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმში.

ახუთის უბანი ”სალიპარტიო”, ციხის ნანგრევი, მისარიონის ჯიხა. შუა საუკუნეები. ადგილი ამჟმამად დაუსახლებელია.

ახუთი, კუხალაშვილის კარმიდამო, ოდა-სახლი. XIX საუკუნის მეორე ნახევარი. ოთხოთახიანი ოდა-სახლი წაბლის მასალით არის აშენებული. არის ორნამენტირებული, კარგ მდგომარეობაში. გააჩნია კოლხური ხემცენარეებით დამშვენებული ეზო.

ახუთის უბანი, ”სანაროუშვილო” ეკლესია. გვიანი შუა საუკუნეები. ერთნავიანი ბაზილიკა. გააჩნია სამი კედელი. ნაშენია რიყის ქვებითა და კონგლიმერატებით.

გარახას ”ნაჯაგუს” ციხესიმაგრე. ორი კოშკი. XVI-XVII საუკუნეები. კოშკი ერთმანეთისაგან 300 მეტრით არის დაშორებული. ზედაპირზე მოიპოვება კერამიკის ნაშთები.

ზუმი, ადგილი ”ჭუბიში” ნაეკლესიარი, შუა საუკუნეები. არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

თაიას ”ოცინდალეს” ეკლესია მაღალ მთაზე. წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, XI-XII საუკუნეები. ერთნაციანი ბაზილიკა, თქმულებით ტაძრის აგება დაკავშირებულია თამარა მეფის სახელთან. XX საუკუნის 80-იან წლებში არქეოლოგიური გათხრები შეჩერდა. ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ინახება აქ ნაპოვნი ხარის თავი, სტალაქტიდის სახით.

კირცხი. მაღალ ადგილას სკოლის ეზოს გავლით არის ნაეკლესიარი. შუა საუკუნეები. გოშუების გვარის სამლოცველო. გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები ინახება ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში და კირცხის სასკოლო მუზეუმში.

ლესიჭინე. ოჩხომურის სასაფლაოზე, წმ. ბარაბრეს სახელობის ეკლესია. 1876 წელი. ამჟამად აღდგენილია.

ლესიჭინე. ოჩხომური, ხორავების ყანაში ნაეკლესიარი, წმ. ბარაბარეს სახელობის. შემორჩენილია საძირკვლის ნაშთი. შუა საუკუნეები.

ახუთი. ჯაიანების ეკლესია, სასაფლაოსთან. XIX საუკუნე.

ლეწურწუმე. სასაფლაოზე ”ნაოხვამუ”, შუა საუკუნეები. ამჟამად შემორჩენილია საძირკვლის ნაშთები.

ლეჯიქე. ადგილი ”ხომაკირდე”. მდ. ოჩხომურის მარცხენა მხარეს. ხუროთმოძღვრული კომპლექსი. გალავნის და კარიბჭის ნაშთი. შუა საუკუნეები. სწორკუთხა ნაგებობა, ადრე შუასაუკუნეები.

ლეჯიქე. სასაფლაოზე ეკლესია. შუა საუკუნეები. ტაძარი აღდგენილია და მოქმედია.

ჭოღა. მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია, შუა საუკუნეები. დგას ოთხი კედელი. არ გააჩნია სახურავი. შენგელიების გვარის მოსახლეობისთვის არის ფუძის (ჯინჯის ხატის) ეკლესია.

მოიდანახე. სასაფლაოზე ეკლესია. გარდამავალი ხანა. ბაზილიკა.

მუხური. სასაფლაოზე ეკლესია. სამნავიანი ბაზილიკა. განვითარებული შუა საუკუნეები. არ გააჩნია სახურავი.

ნაკიანი. ყალიჩავების სასაფლაოზე მაცხოვრის სახელობის ეკლესია. გარდამავალი ხანა, გვიანდელი გადაკეთებით. ტაძარი აგებულია თლილი ქვით. ამჟამად არის კარგ მდგომარეობაში.

ნაკიანის უბანი. ”ლეახალეს” წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ადრე შუასაუკუნეები. ერთნავიანი ბაზილიკა. ამჟამად კარგ მდგომარეობაში.

ნაკიანის უბანი. ”ლექარჩე”, მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია. ერთნავიანი ბაზილიკა. გარდამავალი ხანა. შემორჩენილია საძირკველი.

ნაფიჩხოვო. ადგილი ”ლებერიე”, კიხის ნანგრევი, შემორჩენილია კედლები.

სარაქონი. საჯალაღონიოს სასაფლაოზე ”ნაჯიხარი”. შემორჩენილია ციხის კოშკის ნაშთი, გალავნით. შუა საუკუნეები.

 

გააზიარე