კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“

5 ნოემბერი, 2022

2022 წლის 7 ივნისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“, რომელშიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, ,,მწვანეთა მოძრაობის“ ადგილობრივ კოორდინატორ თამთა ჭითანავას ორგანიზებით, შეხვედრა სოფელ ლესიჭინეში, იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის წარმომადგენლის მ.შ, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი, სოფლის მაჟორიტარი, სკოლის დირექტორები, ბაღის მენეჯერები და ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კონკურსთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. 2022 წლის კონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში: „სუფთა რეგიონი“ „სუფთა მუნიციპალიტეტი“ „სუფთა ქალაქი“ „სუფთა სოფლი“ „სუფთა ქუჩა“ „ლამაზი ეზო“ „ლამაზი აივანი“ ,,ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“ ,,ლურჯი ნაკადული“. ნომინაციაში ,,სუფთა სოფელი“ ლესიჭინეს ადმინისტრაციული ერთეული მიიღებს მონაწილეობას.

გააზიარე