კომისიის სხდომა

1 თებერვალი, 2024

 

30 იანვარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე აჩიკო ცირამუა უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის“ თაობაზე, საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანა.

კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად გატანას.

 

გააზიარე