კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა

8 აგვისტო, 2017

დღეს დასრულდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ტურნირში მუნიციპალიტეტის 19 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს დაბისა და მუხურის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი მოიპოვა დაბის გუნდმა, რომელსაც გადაეცა კობა წურწუმიას სახელობის გარდამავალი თასი და ფულადი პრიზი 300 ლარი, მეორე ადგილზე მყოფ მუხურის გუნდს 250 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელ ლესიჭინეს გუნდს 150 ლარი გადაეცა. საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები ასევე დიპლომებით დაჯილდოვდნენ. გამოვლინდნენ და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარესა და ბომბარდირს. გუნდებს გამარჯვება მიულოცა და პრიზები გადასცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ. ტურნირი მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

გააზიარე