კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

5 აგვისტო, 2021

დღეს დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის - კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირი სოფლებს შორის მიმდინარეობს. ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, კობა წურწუმიას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება. ტურნირი 8 აგვისტოს დასრულდება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ხოლო, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა.

გააზიარე