კოალიციამ ,,სოციალური რეფორმებისათვის" 4 წლის ანგარიში წარადგინა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის“ მიერ გაწეული 4 წლის მუშაობის შედეგები განიხილეს. ანგარიშის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, საკრებულოს თავნჯდომარე ბესიკ ესებუა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ,,კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის „ წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადახვა პროექტში თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, დათო გოგუამ დადებითად შეაფასა ორგანიზაციის მუშაობა ,შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა განაცხადა და კოალიციას შემდგომი წარმატებები უსურვა. კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის“თავმჯდომარე თამარ ფოფხაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.