კირცხი

კირცხის ადმინისტრაციული ერთეული
სოფელი კირცხი მდინარე ხობისწყლის მარჯვენა და ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ცენტრი ზღვის დონიდან 225 მეტრზეა. უახლოესი რკინიგზის სადგურამდე 18 კილომეტრია. სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება ლესიჭინე და ქვედა ჩხოროწყუ, დასავლეთით ქალაქი ზუგდიდი, ჩრდილოეთით –ლეწურწუმე, ხოლო სამხრეთით ხობის მუნიციპალიტეტი. სოფელ კირცხის შემადგენლობაშია სოფელი სარაქონი. ტოპონიმ კირცხის წარმომავლობას სხვადასხვანაირად განმარტავენ: – თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიღაც დიდ კაცს მოულოდნელად მოსწრებია სეტყვა (კირცხი) და უთქვამს: აქ კირცხი სცოდნიაო. – ამ მიდამოებში მწყემსს კირცხმა ე.ი დეტყვამ ჯოგი გაუნადგურა და აქედან დაერქვა ადგილს კირცხი. – ეს ადგილი ნარ–ეკლით, კირცხით ყოფილა დაფარული (კირცხონი, კირცხი). სოფელ კირცხის ფართობი შეადგენს 3096,3 ჰა–ს, კომლი შეადგენს 686, ხოლო მოსახლეობა არის 2279. ამომრცეველთა რაოდენობა არის 1623. სოფელში ფუბქციონირებს 2 საჯარო სკოლა და 2 საბავშვო ბაღი. კირცხის #1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს "ვალია ბეჭვაიას, სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი". სოფელში 2007 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

ინგა ასათიანი

საკონტაქტო ინფორმაცია
მობ: 599 85 46 25
E-mail: ingaasatiani1975@mail.ru
განათლება
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი, სოხუმის ფილიალი  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი, სოხუმის ფილიალი – ეკონომიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1998-2004 წლებში  შპს ,,აგრო“ ბუღალტერი;
2004-2005 წლებში  სოფ.მ მეურნეობის სურსათის კომ. სპეციალისტი. 2005-2007 წ. სოც. დახმარების სააგენტოში სოც. აგენტი;
2016 წლიდან დღემდე არის წარმომადგენელი სოფელ კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სპეციალისტები
  • დარეჯან კვირკვაია – მობ: 558-97-16-94
  • რამაზი სახურია – 599-63-33-36


 

გააზიარე