ქართული ფოლკლორის საღამო
დღეს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში სამუსიკო სკოლის ორგანიზებით, ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ქართული ხალხური მელოდიები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.