ქალაქის ქუჩებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

16 May, 2019

ქალაქ ჩხოროწყუში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.  ყაზბეგის, ლესელიძისა და გრიგოლიას ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით მიმდინარეობს.  აღნიშნული სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს.  გზის ავარიული მდგომარეობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთებზე მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვდა.  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე