ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში,მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

26 მარტი, 2024

ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში,მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდი, ძველი ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება. ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრი იქნება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილზე გაეცნო. მიმდინარე წელს ახალი საავტომობილო ხიდი ასევე სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში აშენდება.

 

გააზიარე