ქალაქ ჩხოროწყუში ახალი სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება

2 ოქტომბერი, 2019

ქალაქ ჩხოროწყუში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს რაიონული საავადმყოფოს შენობაში უწევდა მუშაობა. მალე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს საკუთარი შენობა ექნება. ახალი ცენტრი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება საჭირო ტექნიკით. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 281 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებში ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული.

 

გააზიარე