ჯუმითის უბანში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ ხაბუმეში,ჯუმითის უბანში, ახალი ხიდი შენდება. სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს. ხიდის მშენებლობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოებს შ.პ.ს.,,თენგო+“ ახორციელებს. სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მუშა –ხელი. მშენებლობისთვის გამოყოფილია 80 000 ლარი.