ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ფსიქოლოგმა და მკვლევარმა ზურა მხეიძემ სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექცია ჩაატარა
ლექციას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.