ისტორიულ მუზეუმში პროექტის - "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" მონაწილეები სერტიფიკატით ,,იყავი მეწარმე“ დაჯილდოვდნენ
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში პროექტის - "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" მონაწილეები სერტიფიკატით ,,იყავი მეწარმე“ დაჯილდოვდნენ. პროექტს "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" ,, JA GEORGIA” ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების წახალისებას, ისწავლონ და განახორციელონ მეწარმეობა. პროექტში , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხაბუმეს, ლესიჭინეს, ჭოღას, კირცხისა და ქვედა ჩხოროწყუს საჯარო სკოლების 100-ამდე მოსწავლე ჩაერთო. ახალგაზრდებმა პროგრამაში მონაწილეობის შედეგად შეისწავლეს წარმატებული მეწარმეობის მახასიათებლები და პრაქტიკა, გამოიმუშავეს საკვანძო ბიზნეს უნარები, როგორიცაა სტარტაპის დაწყება, მარკეტინგი, ფინანსები და მენეჯმენტი. მეორე ეტაპზე პროექტის მონაწილეები იბრძოლებენ თავიანთი ბიზნესგეგმის დაფინანსებისთვის. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია ესწრებოდნენ.