ინტელექტუალური თამაში ორგანიზაციებს შორის
ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების“ ორგანიზებით ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ორგანიზაციებს შორის ინტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის? , სადაც პირველი ადგილი მოიპოვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა ''გაწბილებულნი", მეორე ადგილზე გავიდა სარაქონის გუნდი „ოჩიტოლე“, მესამე ადგილი წილად ხვდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის გუნდს „ კრისტალი.“ ინტელექტუალურ თამაშში სულ 6 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ხარისხის დიპლომითა და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს ორგანიზატორებმა.