დღეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიში წირვა–ლოცვა აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. ასევე, გიორობასთან დაკავშირებით, დღეს სოფელ თაიას ცენტრში სპორტული ღონისძიებები და ადგილობრივი ბენდის კონერტი გაიმართება.