გიწვევთ!

31 აგვისტო, 2023

2023 წლის 2 - 4 სექტემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, ჩვენი მუნიციპალიტეტი ქალაქ სტამბულის საერთაშორისო კულტურულ ორკესტრს უმასპინძლებს. კულტურული საღამო 3 სექტემბერს ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში, 18:00 საათზე, გაიმართება.

ნოემბრის თვეში კი იგეგმება ანსამბლ ,, ჩხოროწყუს” მიწვევა ქალაქ სტამბულში.

ეს არის პროექტი, რომელიც სამომავლოდ დამეგობრებას ითვალისწინებს და რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული სფეროების განვითარებას.

გიწვევთ!

დასწრება თავისუფალია

შეიძლება იყოს 13 ადამიანი, კლარნეტი and ვიოლინო გამოსახულება

გააზიარე