გენდერული კვირეულის ფარგლებში სემინარი გაიმართა

4 დეკემბერი, 2018

დღეს, გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლაში ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. კვირეული, საქართველოს მასშტაბით, 25 დან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. სემინარი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას შეეხებოდა, სკოლის მოსწავლეებისთვის შსს ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა არახამიამ ,ინსპექტორ-გამომძიებელმა ლია კვირკველიამ და გენდერული საბჭოს წევრმა თამარ ქობალიამ გამართეს. ტრენინგ-სემინარის მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ და აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე კობა ჯიქიამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები. გენდერული კვირეულის ფარგლებში შეხვედრა მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლებშიც ჩატარდება.

გააზიარე