გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

25 ივნისი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს. პროექტს შპს ,,ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს. სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის მონტაჟი, რეგულატორებისთვის ინდივიდუალური განშტოების მოწყობა. პროექტი ქალაქის სრულ გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამუშაობი 12 თვეში დასრულდება და ქალაქ ჩხოროწყუში მცხოვრებ 2100 ოჯახს შესაძლებლობა მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში. გაზიფიცირების სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში მომავალი წლიდან დაიწყება.

გააზიარე