გარე ვაჭრობის რეგულირების წესებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად გარე მოვაჭრეებსა და ინდ.მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები,რომლებმაც გარე მოვაჭრეებსა და ინდ.მეწარმეებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.