გამგებელთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

19 სექტემბერი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. დათო გოგუამ ადგილობრივების განცხადებები განიხილა და შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება დაავალა. განცხადებები ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა. შეგახსენებთ,რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან მოქალაქეთა მიღების დღეებია სამშაბათი და პარასკევი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ის ადგილობრივებს ყოველდღიურად ღებულობს.

გააზიარე