გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ, გამგებლის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად, სოფელ კირცხში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მდინარე ხობისწყლის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 26 375 ლარით ფინანსდება. სოფელ კირცხში ინდ.მეწარმე დემურ ვეკუას მიერ მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, რომელსაც ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო აფინანსდებს. სამუშაოებისთვის 5 200 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის გამგებელი,მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა. ადგილობრივებმა მადლიერება გამოთქვეს შესრულებული პროექტების გამო და განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, სოფელში წლობით დაგროვილი პრობლემების მოგვარების მიზნით, აუცილებელი იყო.