გამგებელი ხაბუმეში სახალხო ზეიმს დაესწრო
12 აგვისტოს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა,საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ტრადიციულ სახალხო ზეიმს ,,ხაბუმელობას“ დაესწრო. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში, სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა. ქალთა საინიციატივო ჯგუფ ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ და სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ინიციატივითა და ორგანიზებით , მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით, ჯუმითის უბანში, მდინარე ხობისწყლის სანაპიროზე მოეწყო სკვერი, დამონტაჟდა განათების ბოძები და ჩოგბურთის მაგიდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ შეკრებილებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და ღონისძიებებში გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით დააჯილდოვა. სახალხო ზეიმს ადგილობრივებთან ერთად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.