გამგებელი სოფელ ლესიჭინეში სკვერის გახსნას დაესწრო

8 ივნისი, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლესიჭინეში, #1 საჯარო სკოლის ეზოში სკვერის გახსნას დაესწრნენ. პროგრამა ,,მომავლის თაობაში“ წარმოდგენილი პროექტის ,,შევუნარჩუნოთ სკოლას მწვანე ფერის“ ფარგლებში სკოლის ეზოში კეთილმოეწყო სკვერი. განთავსდა სკამები, სანაგვე ურნები,დაირგო მარადმწვანე მცენარეები. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის კურსდამთავრებულებმა, მოსწავლეებმა,მშობლებმა და მასწავლებლებმა. პროგრამის დონორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), პარტნიორი ორგანიზაციაა – ასოციაცია ,,ათინათი“, ხოლო, პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. აღნიშნული პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

გააზიარე