,,ევროპის დღეების" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

8 May, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, ,,ევროპის დღეების" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მოსწავლე-ახალგაზრდები. ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერითა და ახალგაზრდული მერიის ორგანიზებით გაიმართა. 5 მაისს , საქართველოში ,,ევროპის დღეეები 2018" საზეიმოდ გაიხსნა და მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გრძელდება როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. ,,ევროპის დღეების" მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

გააზიარე