,ეტალონის“ ფინალი დასრულდა.

26 ივნისი, 2017

მიმდინარე წლის 24 ივლისს ეროვნული ინტელექტ – ჩემპიონატის ფინალი დასრულდა და ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. პირველი ადგილი დაიკავა და ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' გახდა ,, ცაგერის ეტალონი მოსწავლე'' ვახტანგ ჩაჩხიანი (ლაილაშის სკოლა, 90 ქულა). ფინალში მონაწილეობას ღებულობდა და მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა ,,ჩოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ მარიამ სოსელია ( კირცხის #2 საჯარო სკოლა ),რომელმაც 83 ფინალისტს შორის, 85 ქულით მე–9 ადგილი მოიპოვა. მარიამს, მე–9 ადგილისთვის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მიერ დაწესებული პრიზი, 1000 ლარი გადაეცა. მარიამის, როგორც ,,ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ სკოლას მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გადაეცა ასევე 1000 ლარი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა მარიამ სოსელიას ულოცავს ამ მიღწევას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!

გააზიარე