ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მერი შეუერთდა

18 May, 2019

დღეს, 18 მაისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, საქართველოს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზეიმოდ აღინიშნა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოქალაქეებმა , სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა, (,,ჩხოროწყუ”, ,,მარდუქი“, ,,,ოქროს საწმისი” ,,ნაცხა“ ,, ომარტე” ,) შსს ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს , სხვადასხვა სამსახურის, საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუს ქუჩებში საქართველოს დროშებითა და ეროვნული სამოსით მსვლელობა გამართეს. კოსტუმირებულ მსვლელობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შეუერთდა. ღონისძიება, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე