დღეს საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა
მერაბ კოსტავას ბიუსტი 2017 წლის 26 მაისს, დაბადების დღეს, დედულეთში, სოფელ ახუთში მის სახელობის სკვერთან ერთად გაუხსნეს.
„დღეს მოვედით საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სკვერში, რათა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად მთელი ცხოვრება იბრძოდა ეროვნული ინტერესების დასაცავად, რამაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ის მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ის არის ეროვნულობის, პატრიოტიზმისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის სიმბოლო. საქართველოს ისტორიამ მისი სახელი უკვდავყო. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მისი ხსოვნის წინაშე” - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.