დღეს მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

11 ნოემბერი, 2018

დღეს ს.ს. სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის“ ჩხოროწყუს ჰოსპიტალში სამედიცინო გამოკვლევები სხვადასხვა პროფილის მოწვეულმა და ადგილობრივმა ექიმებმა ჩაატარეს. მოსახლეობამ მიიღო გინეკოლოგის, ქირურგის, ალერგოლოგის, ნეფროლოგის, ნევროლოგის, დერმატოლოგის უფასო კონსულტაციები. პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდათ ასევე PAP და PSA ლაბორატორიული კვლევები. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩხოროწყუში პერიოდულად ტარდება და ის მომავალშიც გაგრძელდება.

გააზიარე