დღეს ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში, პოეტის სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა“ გაიმართა

11 ოქტომბერი, 2023

დღეს ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში, პოეტის სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა“ გაიმართა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ლაშა გახარიას შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები.

,,ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება.

,,ლაშაობას“ მუნიციპალიტეტის მერი დათ გოგუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, პოეტები და მისი პოეზიის თაყვანიმცემლები ესწრებოდნენ.

პოეტი ლაშა გახარია დაიბადა 1947 წელს სოფელ მუხურში, ის ლექსებს წერდა როგორც ქართულ, ისე მეგრულ ენაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“. მძიმე სენით დაავადებული პოეტი 2004 წელს გარდაიცვალა.

 

გააზიარე