დღეს გაწვევისა და რეკრუტირების ჩხოროწყუს მუნიციპალური განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ხორავამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან
დღეს გაწვევისა და რეკრუტირების ჩხოროწყუს მუნიციპალური განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ხორავამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ხორავამ მერის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა რეგულარულ სამსახურთან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით.
ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სკოლა-ლიცეუმში ჩარიცხვისა და სწავლის პირობების შესახებ.
თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვის წესისა და პირობების თაობაზე.
ალექსანდრე ხორავამ ასევე ისაუბრა 2025 წელს დაგეგმილ სიახლეებზე.