დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ახალი ეტლები გადაეცა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ახალი ეტლები გადაეცა. აქცია, საერთაშორისო ორგანიზაცია -„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ -მხარდაჭერით მოეწყო. ახალი ეტლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 ბენეფიციარს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აღნიშნული აქცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინებით, პერიოდულად ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ა(ა)იპ ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს შშმ პირებისთვის ეტლებითა და სხვა საჭირო ნივთებით 2018 წლიდან ამარაგებს.