დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დედებს 3 მარტი მიულოცა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დედებს 3 მარტი მიულოცა.
დათო გოგუა მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად, საპატიო ჩხოროწყუელებს, მრავალშვილიან დედებს, ღვაწლმოსილ და საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მქონე პედაგოგ ქალბატონებს სახლში ესტუმრა, გაზაფხულის პირველი დღესასწაული- დედის დღე მიულოცა მათ და დღეგრძლობა, ბედნიერება , გაზაფხულივით ლამაზი და ფერადი ცხოვრება უსურვა.