დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

6 ივლისი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და სასპორტო სკოლის გაერთიანების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სპორტის სფეროს ხელმძღვანელებმა მერის წარმომადგენლებს გააცნეს ინფორმაცია დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების შესახებ და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. 12-16 ივლისს სოფელ ლესიჭინეში ჩატარდება ,,მოყვარულთა თასი“ , ასევე 10 ივლისს გაიმართება მერიის ახალგაზრდული სათათბიროს შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედარაზე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში მომავალი კვირიდან დაიწყება.

 

გააზიარე