დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება გაიმართა

1 ივნისი, 2024

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება გაიმართა.

ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ჩატარდა საბავშვო კონცერტი სტუდია ,,მარგალიტების“ მონაწილეობით.

ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა.გამარჯვებული გუნდები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ, ხოლო მონაწილე გუნდებს ,,ბიბლუსის” 100 ლარიანი ვაუჩერები გადაეცა.

მთელი დღის მანძილზე პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მოადგილესთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაესწრო და ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა.

ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, და კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურების ორგანიზებით გაიმართა.

 

გააზიარე