დღეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა სახის სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა

12 აგვისტო, 2022

დღეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა სახის სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ასევე ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ჩოგბურთში, რომელშიც გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა გადასცეს.

ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

,,ახალგაზრდული დღეები 2022“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 20 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

გააზიარე