დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ჩხოროწყუს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა

14 April, 2023

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ჩხოროწყუს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა. ღონისძიებში მონაწილეობა კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან არსებულმა წრეებისა და ანსამბლების მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიებაზე ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

+3

გააზიარე