დაზარალებული მოსახლეობის დახმარება აქტიურად გრძელდება

6 დეკემბერი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა საჭირო და გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, აქტიურად გრძელდება დაზარალებული ოჯახების გადასახური მასალით უზრუნველყოფა. დაზარალებულთა ნაწილს სახლის გადასახური მასალა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ უკვე მიუტანა. შეგახსენებთ,რომ 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა, დაზიანდა 94 საცხოვრებელი სახლის, 2 ადმინისტრაციული შენობისა და 1 საბავშვო ბაღის სახურავი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში,სახლის გადასახური მასალა ყველა დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა.

გააზიარე