დათო გოგუამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

16 სექტემბერი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა მათ. დათო გოგუა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრო და პირველკლასელებს პორტაბელური კომპიუტერები გადასცა. სკოლების მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ასევე სახელმძღვანელოები. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ნაწილობრივი რეაბილიტაცია 7-ს,ხოლო სრული - 1 საჯარო სკოლას ჩაუტარდა. დათო გოგუამ აღნიშნა, რომ მომავალშიც ,მუნიციპალიტეტის მერია, განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ხელს შეუწყობს სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ამა თუ იმ დაწესებულების წინაშე დგას. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა წელს 236 -ია.

 

გააზიარე