დათო გოგუა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

16 მარტი, 2018

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ხაბუმეში, ჭოღასა და ნაკიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა მერის მრჩეველთა საბჭოს ინიციატივითა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, ასევე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატების ორგანიზებით გაიმართა. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მათ საჭიროებებზე ღიად ესაუბრა. ადგილობრივებმა სოფლებში გზების, სანიაღვრე არხების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ითხოვეს.მათ, ძირითად პრობლემად აზიური ფაროსანა დაასახელეს და მავნებლის მიერ მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერმა თხილის ბაღებში ამ პერიოდისთვის სხვლა ფორმირების ,სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელ და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა. ადგილობრივებმა მადლიერება გამოთქვეს სოფელ ხაბუმეში, მდინარე ოჩხომურზე, ჟუღუს უბნისა და სოფელ ჭოღის დამაკავშირებელი, ასევე, სოფელ ხაბუმეში,ჯუმითის უბანში ხიდების მშენებლობისათვის. დათო გოგუამ ადგილობრივებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო.

გააზიარე