წითელასა და გრიპის ვირუსის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ,მოადგილეებთან ერთად, მერის წარმომადგენლებსა და სოფლის დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგელები ესწრებოდნენ, მათ გააკეთეს განცხადება მუნიციპალიტეტში და ზოგადად, ქვეყანაში გავრცელებული წითელასა და გრიპის ვირუსის შესახებ. ნინო ჯომიდავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში, გრიპის ვირუსის კუთხით 1 გართულებული შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპის სეზონთან დაკავშირებით, პაციენტთა მომართვიანობა ამ ეტაპზე შემცირებულია. უბნისა და სტაციონარის ექიმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ანტივირუსული მედიკამენტი, ,,ტამიფლუ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, უფასოდ 90- მა პაციენტმა უკვე მიიღო. ბენეფიციარები პრეპარატს სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო , საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ისა და რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ. რაც შეეხება წითელას ვირუსს, სპეციალისტების განცხადებით, ის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე წითელას ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე.