ჩხოროწყუში მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14 May, 2019

აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლში მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა, მეფუტკრეებს მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკური მეთოდები გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები. მეფუტკრეებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონების მასშტაბით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ფაროსანას აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს, ხოლო იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდა წერტილოვანი შეწამვლები ტარდება. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული შეწამვლითი ღონისძიებები საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია, მაშინ მოხდება. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟდება. შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეები განათავსებენ სპეციალურ სანიშნეებს, ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ. ფაროსანას საწინააღმდგეო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე.

გააზიარე