ჩხოროწყუში გარე განათების მოწყობა LED ნათურებით მიმდინარეობს

31 ივლისი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 1100 ცალი LED ნათურა შეიძინა. პროექტის ფარგლებში, ქალაქ ჩხოროწყუსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების ბოძებზე ძველი ნათურების LED ნათურებით ჩანაცვლება ხდება. ღამის განათების მოწყობითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს. ქუჩის განათება ეკონათურებით გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის იერსახეს, ხელს შეუწყობს, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას. გარე განათება ამ ეტაპისთვის22 კილომეტრზე მოეწყობა. სამუშაოებს ა(ა)იპ მექანიზაციის , დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი ასრულებს.

გააზიარე