ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2024“ ბენდ ,,სახლის“ გალაკონცერტით დასრულდა

12 ოქტომბერი, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2024“ ბენდ ,,სახლის“ გალაკონცერტით დასრულდა. სახალხო დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილიდან ქალაქის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო. დაჯილდოვდნენ საპატიო ჩხოროწყუელები. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა, გამოფენილი იყო ჯავშანტექნიკა და საბრძოლო იარაღები. ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტის სტუმრებთან ერთად, სახალხო სეირნობაში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა მოლეტაის კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

 

გააზიარე