ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2023“ მიმდინარეობს

7 ოქტომბერი, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2023“ მიმდინარეობს.

ღონისძიება მერიის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ათინა წურწუმიამ გახსნა. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და ,,საპატიო ჩხოროწყუელები“ დააჯილდოვა.

„საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭათ:

1)ილია ბეგიაშვილს - ( საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილე)

2)ავთანდილ პაპავას- (ღვაწლმოსილი მუშაკი, შრომის ვეტარანი, ინჟინერ-მშენებელი, ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის მთავარი ინჟინერ-სპეციალისტი).

3)ლიანა ჭეჟიას- ( დამსახურებული პედაგოგი, შრომის ვეტერანი, სსიპ ქალაქ ჩხოროწყუს ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქ. ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი).

4). ნინო თოლორაიას,- ( სს ევექსის კლინიკების ჩხოროწყუს კლინიკის ექიმი ნევროლოგი, პედიატრი).

5) თენგიზ ჯალაღონიას (სსიპ მეორე ახუთის საჯარო სკოლის დირექტორი).

გაიმართა ასევე კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. საზეიმო ვითარებაში კომპიუტერები გადაეცათ წარჩინებულ მოსწავლეებს.

,,ჩხოროწყუობის" ფარგლებში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერი საულიუს ჯაუნიეკა მოლეტაის კულტურისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისრაციის წარმოამდგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები ესწრებიან, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად, სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა.

ტარდება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. დამყარდება რეკორდი ყველაზე წელვადი სულგუნის დამზადებაში.

სახალხო დღესასწაული ,,დუეტი ჯორჯიას“ გალაკონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.

#ჩხოროწყუობა2023

#ერთადაღვნიშნოთჩხოროწყუობა

 

გააზიარე