ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეების მიღება გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს ჩხოროწყუში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა ესწრებოდნენ. მოქალაქეებთან შეხვედრები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.