ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

25 ოქტომბერი, 2022

აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამჯერად, ასფალტის საფარის დაგება გარახას უბანში, ჯანაშიას ქუჩაზე მიმდინარეობს. გზის ასფალტირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია ადგილზე გაეცნენ. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ასევე, გზის ასფალტირება ქალაქის შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და სრულად 2023 წელს დასრუდელება.

 

გააზიარე