ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება

13 დეკემბერი, 2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე, სახელმწიფო მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 36+700 კილომეტრზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულებულია. ხიდის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 9,5 მეტია. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა. მეორე ჭოღაში მიმდინარეობს ასევე საავტომობილო ხიდის მშენებლობა. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.  ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობამდე აქ მოსახლეობა ბონდის ხიდით სარგებლობდა და გადაადგილება მხოლოდ ქვეითად იყო შესაძლებელი.  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ ჭოღაში სანიაღვრე არხიც მოეწყობა. 

 

გააზიარე